01:00 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 15:30:58, 436 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილს არ შევხვედრილვარ, მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისი ყველა შეხვედრის თაობაზე არ საუბრობს. ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალიტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, არსებული ინფორმაციით,  გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

უსუფაშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილს ბიძინა ივანიშვილთან ძალიან ნორმალური  და საქმიანი ურთიერთობა აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ  ბოლო პერიოდში თავად ივანიშვილს არ შეხვედრია, თუმცა ტელეფონზე ესაუბრა.

„რაც შეეხება კვირიკაშვილის შეხვედრებს ბატონ ბიძინასთან, თუ სხვებთან, კვირიკაშვილი არ აკეთებს ინფორმირებას ყველა შეხვედრის თაობაზე, რაც მას აქვს. ვიცი, რომ მას ნორმალური და საქმიანი ურთიერთობა აქვს ბატონ ბიძინასთან, როცა ამის საჭიროებას თვლის, ან ბატონი ბიძინა, ან თავად. ბიძინას არ შევხვედრილვარ, სატელეფონო საუბარი მქონდა”,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics