16:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-02 17:40:36, 453 ნახვა

მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ - შეხვედრაზე ვისაუბრებ „ჰამასზე“ გამარჯვებასა და ირანის ტერორისტულ ღერძის ყველა კომპონენტთან გამკლავებაზე

Associated Press-ი ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს აშშ-ში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. 

გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუმ გამგზავრებამდე განცხადება გაავრცელა, სადაც, ტრამპთან შეხვედრაზე „ჰამასზე“ გამარჯვების, ირანის წინააღმდეგ ბრძოლისა და არაბულ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაფართოების საკითხებს განიხილავს.

„ვისაუბრებთ „ჰამასზე“ გამარჯვებაზე, ყველა ჩვენი მძევლების გათავისუფლების მიღწევასა და ირანის ტერორისტულ ღერძის ყველა კომპონენტთან გამკლავებაზე“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

Associated Press-ი ინფორმაციით, სამშაბათს თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრა ტრამპის პირველი შეხვედრა იქნება უცხოელ ლიდერთან თანამდებობაზე მისი დაბრუნების შემდეგ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ამერიკელი და არაბი შუამავლები იწყებენ შეთანხმების მომდევნო ფაზაზე მუშაობას ღაზას სექტორში ომის შეწყვეტისა და ათობით მძევლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics