16:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 17:27:17, 518 ნახვა

მსოფლიო
ოლაფ შოლცი - ილონ მასკი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა

ილონ მასკი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ახალი ის არის, რომ ის [ილონ მასკი] მთელი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა. ეს ნამდვილად ამაზრზენია და ევროკავშირში დემოკრატიის განვითარებისთვის კარგი არ არის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღონისძიებაზე ილონ მასკის სიტყვით გამოსვლასაც გამოეხმაურა, სადაც მასკმა განაცხადა, რომ გერმანელებმა თავიანთი კულტურით უნდა იამაყონ.

„აბსოლუტურად კრიტიკულად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რაც ილონ მასკმა გერმანიის ისტორიის შესახებ თქვა. ნაცისტებისგან გათავისუფლებისთვის გერმანია აშშ-ს მადლიერია და სწორედ ამიტომ ვარ ასე გაბრაზებული ილონ მასკის მიერ ულტრამემარჯვენეების სასარგებლოდ ჩარევის გამო. წარსულის დანაშაულებზე დიდი აქცენტი კეთდება და ეს წარსულში უნდა დავტოვოთ. გერმანული კულტურით, გერმანული ღირებულებებით სიამაყე ჩვეულებრივი რამ არის და არ დაკარგოთ ეს რაიმე სახის მულტიკულტურალიზში, რომელიც ყველაფერს ასუსტებს“, - განაცხადა ილონ მასკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics