|
2025-01-27 11:28:42, 548 ნახვა
სამართალი
"ბათუმელების" მთავარი რედაქტორი - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხის ქვეშაა
"ბათუმელების" მთავარი რედაქტორი, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავების მოწმე იყო, მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. ეთერ თურაძეს სურს, პირადად მიაწოდოს ინფორმაცია გიორგი გაბიტაშვილს იმის შესახებ, თუ როგორია დაკავებული ჟურნალისტის მდგომარეობა. ცნობილია, რომ ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს, არადა, მას არაერთი ქრონიკული დაავადება აქვს. სწორედ ამიტომ, თურაძე მიიჩნევს, რომ ახლა ყოველ დღეს და საათს მნიშვნელობა აქვს, რადგან "ბათუმელების" დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხის ქვეშაა.
დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობა ჯერჯერობით სტაბილურია, თუმცა იმ ფონზე, რომ ამაღლობელი წყლის გარდა მე-16 დღეა არაფერს იღებს, კრიტიკული მომენტი აუცილებლად დადგება.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი). 14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა. ამაღლობელის დაკავებას მგმოეხმაურა მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტი და ორგანიზაცია. "რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე" და ევროკავშირმა ამაღლობელის უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს. #თავისუფლებამზიას
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)