|
2016-03-05 22:00:12, 733 ნახვა
სამართალი
გიორგი პაპუაშვილი სტრასბურგის მოსამართლე ვერ გახდება
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი სპეციალურმა კომისიამ არასაკმარისად კომპეტენტურ კანდიდატად მიიჩნია და დაბალი ქულები დაუწერა, რის გამოც ის სტრასბურგის მოსამართლე ვერ გახდება. გიორგი პაპუაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს, რომ კრიტიკა და გაღიზიანება გახმაურებულ საქმეებზე ხელისუფლებისთვის არასასურველი გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მტკიცებით, რუსთავი2–ის, გიგი უგულავას და ეროვნული ბანკის საქმეების განხილვის დაწყებამდე მას თეა წულუკიანი ხელისუფლებასთან თანამშრომლობას სთავაზობდა. სანაცვლოდ კი, ვენეციის კომისიაში ვადის გაგრძელებას ჰპირდებოდა. გიორგი პაპუაშვილმა პროცესი "პოლიტიკურად მოტივირებულად" შეაფასა და იუსტიციის მინისტრი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა. იუსტიციის მინისტრმა კი პაპუაშვილის სკანდალური განცხადებები სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების გამო განაწყენებას დაუკავშირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)