16:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-25 15:06:52, 581 ნახვა

მსოფლიო
მარკ რუტე - ვულოცავ პიტ ჰეგსეტს აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებას

პიტ ჰეგსეტს აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებას ვულოცავ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ჩვენ მზარდი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ნატო-ს მეშვეობით ძლიერები ვართ. ჩვენ ერთიანები, ძლიერები და მომზადებულები ვართ. ამერიკას შეუძლია მისი მოკავშირეების იმედი ჰქონდეს, რომ ისინი წინ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ და თავდაცვის ხარჯებს გაზრდიან“, - წერს მარკ რუტე.

შეგახსენებთ, პიტ ჰეგსეტი აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე 51 ხმით 50-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. გადამწყვეტი ხმის მიცემა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს მოუწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics