17:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-19 15:45:18, 577 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ ინაუგურაციიდან პირველ 100 დღეში ჩინეთში ჩასვლა სურს, რათა გააღრმაოს პირადი კავშირები სი ძინპინთან

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ ინაუგურაციიდან პირველ 100 დღეში ჩინეთში ჩასვლა სურს, რათა გააღრმაოს პირადი კავშირები ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯოურნალი“ წერს.გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გამოცემის ცნობით, პეკინში განაცხადეს, რომ ტრამპმა და სი ძინპინმა თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით განიხილეს პირადი შეხვედრის შესაძლებლობა და, ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, ტრამპი ჩინეთის ლიდერს აშშ-ში მიიწვევდა.

ამასთან, უცნობია დააყენა თუ არა ტრამპმა ჩინეთში ვიზიტის საკითხი 17 იანვრის სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას.

როგორც ცნობილია, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტსა და ჩინეთის ლიდერს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები 17 იანვარს შედგა.

აღსანიშნავია, რომ 20 იანვარს გაიმართება ტრამპის ინაუგურაცია. ტრადიციის თანახმად, მსოფლიოს ლიდერებს არ იწვევენ აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციაზე, თუმცა დეკემბერში რამდენიმე მედიასაშუალება წერდა, რომ ტრამპმა თავის ინაუგურაციაზე სი ძინპინი მიიწვია, რომელმაც ცერემონიალზე დასწრებაზე უარი განაცხადა.

17 იანვარს ჩინეთში განაცხადეს, რომ ტრამპის ინაუგურაციას ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჩჟენი დაესწრება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics