|
2016-03-04 16:39:04, 570 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ვახტანგაშვილი: ჩვენთვის უცნობია, რა ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბრობენ „რესპუბლიკელები“
ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარის სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია თუ რას გულისხმობს „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის სტრატეგიული თანამშრომლობა. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში თემის კომენტირებისას სოსო ვახტანგაშვილმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, თუ რა ტიპის მოლაპარაკება შედგა ორ პარტიას შორის. „გამიჭირდება კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ რომ არა მხოლოდ მე, როგორც „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარეს არ მაქვს ეს ინფორმაცია, ასევე ანალოგიური განცხადება გააკეთა კოალიციაში დომინანტი პარტიის „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ. რა ტიპის მოლაპარაკებები შედგა, რასთან დაკავშირებით იყო, ამ პერიოდში ვიმყოფებოდით ქუთაისში და ბუნებრივია, არ მიგვიღია მონაწილეობა. მითუმეტეს „ეროვნული ფორუმი“ ვერ მიიღებდა მონაწილეობას ამ პროცესში. თუმცა, როგორც „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დაანონსა, კონკრეტული დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის და ალბათ, მერე უფრო უპრიანი იქნებოდა საუბარი ამ თემაზე. ახლა უბრალოდ მარჩიელობას შეიძლება დაემსგავსოს საუბარი იმ პროცესზე, რომელიც ხდება „ქართულ ოცნებას“ და „რესპუბლიკელებს“ შორის“, - განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა. ცნობისთვის, „რესპუბლიკელებისა“ და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და ხათუნა სამნიძემ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკელები“ ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა რას ნიშნავს ორმხრივი თანამშრომლობა მათ არ დაუკონკრეტებიათ. მათივე განცხადებით, პარტიები სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადადიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)