17:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 16:38:01, 302 ნახვა

მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - უკრაინისთვის ერთადერთი ეფექტური გარანტია ნატო-ში გაწევრიანებაა

უკრაინა ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს კვლავ გამორიცხავს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ „ევროპეისკა პრავდასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „ომის სწრაფად დასრულების“ განცხადების ფონზე, ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და არ აპირებს რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანება უსაფრთხოების ერთადერთ რეალურ გარანტიას წარმოადგენს.

„უკრაინისთვის ერთადერთი ეფექტური გარანტია ნატო-ში გაწევრიანებაა. უფრო მეტიც, უკრაინის გაწევრიანება არის ნატო-ს უსაფრთხოების გარანტია. გარდა ამისა, უკრაინის სრულუფლებიანი გაწევრიანება, მაპატიეთ ცინიზმისთვის, არის ასევე ყველაზე იაფი ვარიანტი ნატო-სთვის ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა სიბიგამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics