17:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 13:37:50, 489 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 10 ადამიანის ნეშტს დღეს სამების ტაძარში გადაასვენებენ

აფხაზეთის ომის დროს დაღუპულ 10 მეომრის ნეშტს,  რომელთა  იდენტიფიცირებაც მოხდა, დღეს 16:00 საათზე  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ხვალ კი მშობლიურ მიწას მიაბარებენ.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ათიდან 6 ადამიანის ნეშტს ძმათა სასაფლაოზე, 4 ადამიანისას კი-ძეგვში, გარდაბანში და თბილისში საგვარეულო ოჯახის სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

„დღეს მოხდება სამების წმინდა ტაძარში გადასვენება  იმ 10 მეომრის,  რომლებთა გადმოსვენებაც მოხდა აფხაზეთიდან,  ეს პროცესი გრძელდება და ხვალ 10 სამშობლოსთვის დაღუპული გმირი მიებარება მშობლიურ მიწას და უახლოეს ხანებში ველოდებით დაახლოებით 12 იდენტიდფიცირებულ პირს, მთლიანობაში გვაქვს  რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთა იდენტიფიცირების პროცესიც მიმდინარეობს და წელს ზაფხულში  ველოდებით ასევე რამდენიმე ახალი სამარხის გახსნას  აფხაზეთის ტერიტორიაზე და ძალიან დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ აფხაზურ მხარეს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ აღნიშნულ პროცესში ჩვენთან. დღეს მოხდება გადასვენება. 4 საათზე გამოასვენებენ სამხარაულის ბიუროდან  და მათი დასვენება მოხდება სამებაში და ხვალ მივაბარებთ მიწას. აქდან 6 ადამიანი მიებარება ძმათა სასაფლაოს და 4  ადამიანი, რომელთა მშობლებმაც ისურვეს, რომ მათი საგვარეულო  ოჯახის სასაფლაოებზე იყვნენ დასვენებული,  მათი გადასვენება მოხდება  ძეგვში, გარდაბანში და თბილისში“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics