|
2016-03-04 12:04:03, 378 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთში უწყებათაშორისი კონსულტაციები გაიმართა
უნგრეთში უწყებათაშორისი კონსულტაციები გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან პეტერ შიკლოშისთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პეტერ სიიარტოსთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან ლევენტე ბენკოსთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში იშტვან მიკოლასთან და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ჟოლტ ჩენგერ-ზალანთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ნატოს მომავალ ვარშავის სამიტს და საქართველოს მოლოდინებსა და პერსპექტივებს. უნგრულმა მხარემ კვლავ დაადასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)