|
2016-03-04 11:49:40, 630 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. მას მხარი საბჭოს 12 წევრმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო. მიქაუტაძის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ვახტანგ მჭედლიშვილმა არ დაუჭირა, რომელმაც საბჭოს კანდიდატად გიორგი ებანოიძე წარუდგინა. მჭედლიშვილი საბჭოში პრეზიდენტის კვოტით არის წარდგენილი. მიქაუტაძის კანდიდატურა საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ წარადგინა. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 22 თებერვალს მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. ოფიციალურ მიზეზად მენეჯმენტში არსებული პრობლემები დასახელდა. სხდომას თავად მამუკა ახვლედიანი არ ესწრებოდა. სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა მას შემდეგ გახდა ვაკანტური. თავად მამუკა ახვლედიანმა საქალაქო სასამართლოს განჩინებით მიმართა, რომ იუსტიციის საბჭომ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი შეაჩეროს, თუმცა სასამართლომ მამუკა ახვლედიანის ეს განჩინება არ დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)