10:31 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-11 11:57:12, 526 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და ვეფხია კასრაძის საქმეზე სხდომა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და კიდევ ექვსი პირის საქმე განიხილება, ადვოკატებისთვის დამატებითი მაგიდა მიიტანეს.

აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლოს სხდომათა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა, რომ სათანადო სამუშაო პირობები არ იყო უზრუნველყოფილი, რადგან ადვოკატები მაგიდასთანაც კი კომფორტულად ვერ ისხდნენ. დარბაზში მაგიდის შეტანას დაკავებულთა ოჯახის წევრების მხრიდან ტაში და სიცილი მოჰყვა.

ამ ეტაპზე სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით გრძელდება. პროკურატურა მოითხოვს, რომ ყველა დაკავებული კვლავ პატიმრობაში დარჩეს. პროკურორების მტკიცებით, არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და გამოძიების ხელის შეშლის საფრთხე.

მათივე განცხადებით, საქმეზე საგამოძიებო ვადა გაგრძელდა და ჩასატარებელია მთელი რიგი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები. პროკურორების თქმით, ბრალდებულთა თავისუფლებაში ყოფნა ამ პროცესს ხელს შეუშლის.

ბრალდებები და სასჯელის მოლოდინი

დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს – ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დანარჩენი ხუთი ბრალდებული – გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილები და მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics