10:31 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-11 11:44:27, 484 ნახვა

სამართალი
ვეფხია კასრაძე - თქვენი თავისუფლება კი არ წამართვით, არამედ უფრო თავისუფალი გავხდი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს ემოციური სიტყვით მიმართა. კასრაძემ აღნიშნა, რომ მისთვის თავისუფლების აღკვეთა, პირიქით, კიდევ უფრო დიდი თავისუფლების განცდა გახდა.

 

„თქვენი სასჯელის მოსჯით, მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ თავისუფლება მოვიპოვე. თქვენ, ბატონო მოსამართლე, მორალური და სამართლებრივი უფლება არ გაქვთ, ეს საქმე განიხილოთ,“ – განაცხადა კასრაძემ.

 

ბრალდებულმა ხუსკივაძეს მოუწოდა, მოინანიოს ის, რაც „ბოროტებად“ მიაჩნია:

„ამ ახალგაზრდებში საქართველოს ვხედავ, თქვენ კი არარსებულ დანაშაულზე სასჯელს უსჯით და მათ ცხოვრებას ანგრევთ. ეს არანაირ სამართალში არ ჯდება.“

ცნობისთვის, ვეფხია კასრაძეს, ზვიად ცეცხლაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დანარჩენი ხუთი ბრალდებული – გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილები და მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სასამართლო პროცესს ბრალდებულთა ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ესწრებიან. დაცვის მხარე მოსამართლის აცილებას ითხოვს, ხოლო კასრაძის განცხადებით, „ბრალდება ფაქტებზე არ არის დამყარებული და მტკიცებულებები არ განხილულა.“





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics