|
2025-01-10 19:06:39, 750 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ 11 პირის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, პოლიციასა და მოქალაქეებს შორის შელაპარაკება მოხდა. მათ შორის იყვნენ ბრალდებულების მეგობრები და მსახიობები, რომლებიც აქტიურად აპროტესტებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მსახიობები უკმაყოფილებას გამოთქვავდნენ და მოსამართლის გადაწყვეტილებას ღიად აპროტესტებდნენ, მათ შორის ნანკა კალატოზიშვილი, გიგა დათიაშვილი და ირაკლი კვირიკაძე, მათი თქმით დღევანდელი სასამართლო პროცესი იყო ცირკი და არავის ქონდა იმედი სამართლიანი გადაწყვეტილების. ასევე პოლიციელების დამოკიდებულებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ამბობდნენ რომ სამართალდამცავები უბრალოდ იდგნენ და იცინოდნენ. "აღელვებული ხალხი, რომელიც გამოვიდა და თავის პროტესტს გამოხატავდა, რამდენიმე პოლიციელი იდგა და იცინოდა. რომ მივედი და ვკითხე, რა გაცინებთ-მეთქი, ამაზე უფრო იცინოდნენ. ეს იყო შელაპარაკების მიზეზი პოლიციასთან. ერთ-ერთ პოლიციელს, რომელსაც ვუხსნიდი, რომ თქვენ ჩემი პოლიცია ხართ და თქვენი იმედი უნდა მქონდეს, თუ არ უნდა მქონდეს-მეთქი, ამ პოლიციელმა მიპასუხა, თქვენ არ უნდა გქონდეთ ჩემი იმედიო. რომ ჩავეკითხე, ესე იგი, არ უნდა მქონდეს თქვენი იმედი-მეთქი, რა გინდა ბიჭო, წადი აქედანო", - ამბობს გიგა დათიაშვილი." - ამბობს გიგა დათიაშვილი. მსახიობი ირაკლი კვირიკაძე, რომელიც ასევე გამოხატავდა უკმაყოფილებას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, აცხადებს, რომ ეს იყო დადგმული ცირკი. "ყველამ ვიცით, რომ არც არაფერი განუხილავს და არც არაფერი გაუსამართლებია, ეს არის პირდაპირი ბრძანება. მთელი პროცესის განმავლობაში იცოდა წინასწარი პასუხი და ეს პასუხი მივიღეთ. სასაცილოა ეს ყველაფერი, ეს არის ცირკი, თამაში, რომელსაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კვირკაძემ. როგორც მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა აღნიშნა იმედი იმისა, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე არავის ქონდა. "მოსამართლეს ვუსურვებ, რომ საბრალდებო სკამზე აღმოჩნდეს. ამას ვუსურვებ ყველა იმ მოსამართლეს, რომელიც ამ დასპოილერებულ სპექტაკლში იღებს მონაწილეობას. სამარცხვინო, მე დიდად იმედი არ მქონდა, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა, იმიტომ რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ეს ადამიანები საერთოდ აქ არ აღმოჩდებოდნენ, ამიტომ, იმედი მაქვს, მოვა დრო, როცა ყველა ერთად გასამართლდება", - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი. შეგახსენებთ, 11 დაკავებულს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც მსახიობებიც იყვნენ, აცხადებენ, რომ ეს ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ძალადობრივ რეჟიმთან ასოცირდება.
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)