13:26 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 15:00:20, 434 ნახვა

საზოგადოება
ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე-შქმერის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 9 იანვრის მდგომარეობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი) და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

აღნიშნულ მონაკვეთებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება განახლდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, თავი შეიკავონ სიჩქარის გადაჭარბებისგან და დაიცვან მოძრაობის უსაფრთხოების წესები, განსაკუთრებით ისეთ მონაკვეთებზე, სადაც რთული კლიმატური პირობებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics