17:58 - 28 May, 2026
|
2025-01-08 12:10:48, 455 ნახვა
მსოფლიო
კიშინეუს აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო
მოლდოვაში, კიშინეუს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთ ამანათში პულტით მართვად სათამაშო ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა ადგილზე მობილიზებულმა სპეციალურმა დანაყოფმა ამანათი გააუვნებელყო. როგორც მოლდოვური მედია იუწყება, ამანათი კიშინეუს აეროპორტში უკრაინიდან გაიგზავნა და ის თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო, თუმცა უსაფრთხოების შემოწმების დროს სამართალდამცველებმა ამანათი საეჭვოდ მიიჩნიეს და გამნაღმველები გამოიძახეს. აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ადასტურებს მოლდოვის სამართალდამცავი უწყება, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის ამანათის წარმომავლობა და საბოლოო დანიშნულების პუნქტი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)