|
2025-01-06 23:48:54, 614 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე საქართველოს შობას ულოცავენ
ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს შობას ულოცავენ. მისალოც წერილს „ქართული ოცნების" ოფიციალური „ფეისბუქ" გვერდი ავრცელებს. „ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო! გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების დღეს. დღეს, როდესაც თითოეული ჩვენგანის გულში სასწაული ხდება და ჩვენი მაცხოვარი - იესო ქრისტე იბადება! ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინით ვხვდებით, ყველა ოჯახში საზეიმო, სადღესასწაულო განწყობა სუფევს, რადგან ყველაფერთან ერთად, შობის ბრწყინვალე დღესასწაული სიახლესთან, ახალი სიცოცხლის დაბადებასთან არის დაკავშირებული. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, არერთხელ გავმხდარვართ მოწმე იმისა, რომ ყველაზე რთულ, გამოუვალ ვითარებაშიც კი, ჩვენი შეუპოვრობით, ერთიანობით, ტრადიციების, რწმენისა და სამშობლოს ერთგულებით, საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე გასთენებია! ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის, რწმენის, ტრადიციებისა და მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ მიმართულმა აქტიურმა და კოორდინირებულმა შემოტევამ ყველას დაგვანახა, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან ქარტეხილს გავდივართ - ბრძოლის ხაზი ხომ ჩვენს იდენტობაზე, თავისუფლებასა და მშვიდობაზე გადის! შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენ თვალწინ ახალი, დამოუკიდებელი, სუვერენული, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, ღირსეული საქართველო იბადება, საქართველო, რომელიც არავის დაუხრის თავს, რადგან თავისუფალი, ამაყი ხალხის სამშობლოა! მტკიცედ გვწამს, რომ სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით, ახალი საქართველო გაიმარჯვებს! უფალი იყოს ჩვენი მფარველი! გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!“, - ნათქვამია მისალოც წერილში.
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)