18:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-03 09:27:57, 384 ნახვა

მსოფლიო
კიევში აფეთქებების ხმები ისმის

რუსულმა ძალებმა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობითავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, დრონების ჯგუფი სუმის ოლქიდან პოლტავას ოლქისა და დასავლეთის მიმართულებებით გაფრინდა. დრონების რამდენიმე ჯგუფი დაფიქსირდა სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, პოლტავას, დონეცკის, კიევის, ჟიტომირისა და ჩერკასის ოლქებში.

დრონებით თავდასხმის გამო დედაქალაქ კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა და აფეთქებების ხმები ისმოდა. ნამსხვრევების ჩამოვარდნა რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ დარნიცკის რაიონში მდებარე კერძო სახლში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა ცეცხლი ჩააქრეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია დგინდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics