თბილისის მერიამ,ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალგაზრდა თარჯიმან დაქტილოლოგების მომზადების პროექტი დააფინანსა.

" />
17:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 15:22:16, 500 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ჟესტური ენის სწავლების პროექტს აფინანსებს

თბილისის მერიამ,ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალგაზრდა თარჯიმან დაქტილოლოგების მომზადების პროექტი დააფინანსა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერიამ და „ყრუთა კავშირმა“  ჟესტური ენის ახალგაზრდა თარჯიმნების სწავლება-დასაქმების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. 

მერიის ცნობით, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და „ყრუთა კავშირის“ თავმჯდომარემ ამირან ბატატუნაშვილმა. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო თბილისის საკრებულოს წევრი, მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებლი მდივანი რატი იონათამიშვილი.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, 18 ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადებით მერია ჟესტური ენის ინსტიტუტის გაძლიერებას და ახალგაზრდა კადრების მომზადებას უწყობს ხელს.

„ახალგაზრდებს ამ პროფესიის დასაუფლებლად დავაინტერესებთ, რათა მომავალში ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაბამისი მომსახურება გაუწიონ.ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის. მერიამ მსგავსი ხელშეკრულება გასულ წელსაც გააფორმა და მომავალშიც გააგრძელებსამ თემის წარმომადგენელთა მხარდაჭერას“, - აღნიშნა გელა ჩივიაშვილმა.

18 ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადება-დასაქმების პროექტის ბიუჯეტი 19 800 ლარია. პროექტი თბილისის მერიისჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics