17:54 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-21 19:08:10, 358 ნახვა

საზოგადოება
2024 წელს ნაძალადევის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

2024 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის, ჯამში, 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 
 
გამგებელმა ყურადღება მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა.
 
„საგზაო ინფრასტრუქტურა 87 ათას კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები - 154 მისამართზე შესრულდა; სანიაღვრე ქსელი 5 მისამართზე მოეწყო; გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 18 მისამართზე განხორციელდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 10 მისამართზე დამონტაჟდა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 62 მისამართზე განხორციელდა; 8 სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა, კიდევ 2 მისამართზე დაზიანებები შეკეთდა.
 
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“, მიმდინარე წელს 192 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, 51 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი შეკეთდა; 43 კორპუსში ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა და 38 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა“, - აღნიშნა რაიონის გამგებელმა.
 
მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 18 000-ზე მეტი ბენეფიციარი დაფინანსდა. ასევე, 2024 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 7 კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარა, საახალწლო ღონისძიება კი წლის ბოლოს ჩატარდება.
 
გამგეობის მიმდინარე წლის ბიუჯეტი, ისევე, როგორც 2025 წლის, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული.
 
პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, პარლამენტის წევრი ირაკლი ხელაძე, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics