|
2016-03-02 11:00:17, 712 ნახვა
სამართალი
მამუკა ახვლედიანის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, არასამათავრობოები სასამართლოში სარჩელს შეიტანენ
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მამუკა ახვლედიანის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით დღეს სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. კოალიცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის უფლებების დასაცავად სარჩელით პირველ ინსტანციას მიმართავს. ისინი მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ. ეს გადაწყვეტილება კოალიციამ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან კონსულტაციისა და რამდენიმე საათიანი მსჯელობის შედეგად მიიღო. არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან ასევე მოითხოვენ შეჩერდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი ხელმძღვანელის გიორგი მიქაუტაძის დანიშვნის პროცესი. კოალიცია არ გამორიხავს, რომ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართოს. „ჩვენ მიგავჩნია, რომ მისი გათავისუფლება თავმჯდომარის პოზიციიდან იყო უკანონო და ადმინისტრაციული წესით, ამასთან დაკავშირებით ვიდავებთ სასამართლოში,“ - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 22 თებერვალს მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. ოფიციალურ მიზეზად მენეჯმენტში არსებული პრობლემები დასახელდა. სხდომას თავად მამუკა ახვლედიანი არ ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)