22:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 10:42:14, 646 ნახვა

სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, მაგდა პაპიძეს მისი შვილი ცოცხალი ჰგონია

გამორიცხული არ არის, მაგდა პაპიძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს. როგორც პაპიძის ადვოკატი მარიამ ფხალაძე "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე მოცემულობა არ არსებობს იმისა, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების საკითხი დააყენონ, თუმცა თუკი მდგომარეობა არ შეიცვლება, ექსპერტიზაზე იფიქრებენ. კერძოდ, ადვოკატის თქმით, მაგდა პაპიძეს ჰგონია, რომ  მისი შვილი ცოცხალია და ითხოვს, მას  სასაფლაოს ფოტო აჩვენონ.

"ითხოვდა ციხის ადმინისტრაციისგანაც და ჩვენგანაც, რომ შეგვეგზავნა მისთვის მისი შვილის სურათები, თუკი ის გარდაცვლილი იყო. პოზიცია იყო ასეთი, რომ მე კარგად მახსოვს, რომ ჩემი შვილი ჯერ იყო თბილი, როცა მე იქ დავტოვე. ამ ეტაპზე არ გვაქვს ის მოცემულობა, რომ დავაყენოთ მისი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების საკითხი, თუკი არ შეიცვლება მდგომარეობა და რაღაცა უარესობისკენ წავა სიტუაცია, შემდეგ შევხედავთ", - განაცხადა მარიამ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობაშია ბრალდებული. რამდენიმე კვირის წინ, პაპიძის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუალედური  ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ  ბრალდებულმა პაპიძემ საკუთარი მეუღლე თავში უროს ჩარტყმით მოკლა, ხოლო შვილი გაგუდა და ამავე დროს კვალის დაფარვა სცადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics