|
2024-12-17 10:32:09, 383 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - „ბათუმელების“ რედაქტორის მიმართ ანგარიშსწორებაზე შსს-სგან რეაგირებას ვითხოვთ
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, აღკვეთოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გრიგოლ ბესელიას და ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორის, ეთერ თურაძის მიმართ ანგარიშსწორება და მუქარა. როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ, 16 დეკემბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, „ბათუმელების“ რედაქტორის კითხვას, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ზომების გამო შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის უფროსის გაღიზიანება მოჰყვა. ამავე განცხადების თანახმად, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ეთერ თურაძესთან გრიგოლ ბესელია მივიდა და ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანა გზიდან, სადაც დემონსტრანტები აქციას მართავდნენ და მედიაც მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)