12:54 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 18:28:54, 833 ნახვა

სამხედრო
აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი შერილ ლაიონი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა. სტუმართან ერთად სერჟანტთა მომზადების ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესო ხატიაშვილი იმყოფებოდა.

გაცნობითი ბრიფინგის დროს, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ შერილ ლაიონს ცენტრის ისტორიისა და სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარმა სერჟანტმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
 
„ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრობა გვქონდა სერჟანტთა მომზადების ცენტრში. დღეს მიღებული ინფორმაცია გერმანიაში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გამომადგება, რომ ურთიერთთავსებადობის ამაღლების მხრივ, აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის უფრო ეფექტური გეგმა შევიმუშავოთ. პოლიგონზე ყოფნის დროს შესაძლებლობა მომეცა პირადად გავცნობოდი სამხედრო ინფრასტრუქტურას და ქართული არმიის შესაძლებლობებს. საქართველოში ვიზიტი საშუალებას მოგვცემს ეფექტური ტაქტიკა და პროცედურები შევიმუშავოთ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას. აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ძლიერი ევროპის ჩამოყალიბებას და ქართული შეიარაღებული ძალები ამ გეგმის ნაწილია,“ - განაცხადა მთავარმა სერჟანტმა შერილ ლაიონმა.

დღის ბოლოს, შერილ ლაიონი მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სასროლეთზე OCC-ის ბატალიონის წვრთნას დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics