16:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 17:29:01, 504 ნახვა

საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიელ ხოშაბოსა და დეპარტამენტის მრჩეველს მარსელ კაპის  შეხვდა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს  საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მეცამეტე კონსოლიდირებული ანგარიშისთვის დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.

გრიგოლ გიორგაძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო ის პროექტები, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახორციელებს.   მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საჯარო სამართლის იურიდიული პირის-დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმიანობის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics