|
2024-12-10 16:07:54, 505 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 102 034 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა
2024 წელს გლდანის რაიონში 7 მრავალფუნქციური სკვერი და 5 სპორტული მოედანი მოეწყო,- ამის შესახებ რაიონის გამგებელმა, ბესიკ კალაძემ გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 5 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, 20 მისამართზე კი - რეაბილიტირდა.
ამასთან, გამგებლის ინფორმაციით, ოთხ მისამართზე საერთო სარგებლობის 20 აივნის გამაგრება განხორციელდა. შშმ პირებისთვის ლიფტისა და ელექტრო პანდუსის მოწყობის სამუშაოები კი 4 მისამართზე ჩატარდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს 237 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, სახურავი და წყალსაწრეტი მილები 90 მისამართზე შეიცვალა; 44 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 33 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 7 ღონისძიება ჩაატარა. პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)