14:17 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 21:43:22, 598 ნახვა

სამართალი
საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისში მიმდინარე აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს -  ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს - აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის
დაკავებულია 26 პირი, მათგან სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს, დაკავებულია 16 პირი, ხოლო აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics