23:43 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 22:20:12, 434 ნახვა

საზოგადოება
სირაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე ძალადობით დაიწყო აქცია, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა,- ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

როგორც სირაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მომიტინგეები ისროდნენ სხვადასხვა საგანს და იყენებდნენ პიროტექნიკას.

„ბოლო დღეებია აქცია მიმდინარეობს ძალადობრივ რეჟიმში. დღევანდელი აქცია დასაწყისიდანვე დაიწყო ძალადობრივად. სანამ შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა 400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნისა და პიროტექნიკის სროლა. იყო შეურაცხყოფების მიყენება პოლიციელების მიმართ, რის გამოც, იძულებულები გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა“,- თქვა სირაძემ. 

შეგახსენებთ, ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics