|
2024-11-30 13:56:10, 462 ნახვა
სამართალი
დაკავებული და ნაცემი ძმების დედა - ახლა ვნახე კადრები, არ მაჩვენებდნენ, მიფრთხილდებოდნენ
ძმები მაისაშვილების მშობლები დიღმის იზოლატორთან გამთენიას მივიდნენ. მათი ერთი შვილი დაკავებულია, ერთი ნაცემი. დაზუსტებით ამ დრომდე არ იციან, სად გადაიყვანეს დაკავებული 24 წლის გიორგი მაისაშვილი, 23 წლის ზვიადის ცემის კადრები კი რადიო თავისუფლებასთან საუბრამდე რამდენიმე წუთით ადრე ნახეს. „ქუჩაში რომ აგდია, დიდი თმებითა და ულვაშით შვილი და დაგდებულს რომ შავებში ჩაცმული პოლიციელი სახეში წიხლს ურტყამს, იმ ბიჭის დედა ვარ, ახლა ვნახე კადრები, არ მაჩვენებდნენ, მიფრთხილდებოდნენ ახლობლის მანქანით წაიყვანეს კლინიკაში, უგონოდ იყო, როგორც მეუბნებიან. ტვინის შერყევა აქვს და ცხვირი აქვს გატეხილი. ვესაუბრე, არაფერი ახსოვს.ზვიადიზე ანგარიშსწორების ადგილიდან ხუთ მეტრში დააკავეს ჩემი მეორე შვილი გიორგი თეატრის წინ იჯდნენ პოლიციელები შედგნენ წიხლებით ერთს აქ ტვინი შერყევა, ცხვირი გატეხილი მეორე მდგომარეობა არ ვიცი. ძირს დაგდებული იყო და ამ დროს კიდევ გამოარტყეს სახეში. ამას რა ქვია, ადამიანობის გარდა ყველაფერი ქვია. არ ვიცი ამ დონეზე რამ გაამხეცათ ასე. “.- ამბობს ელენე ჯანჯალია ზვიად მაისაშვილს პოლიცია ფიზიკურად 30 ნოემბერს გამთენიას რუსთაველის გამზირზე გაუსწორდა. მომხდარს პირდაპირ ეთერში იღებდა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თეონა ჭალიძე. ვიდეოს პირველივე კადრში ჩანს, რომ ზვიად მაისაშვილი ტროტუარზე ძირს აგდია. მას პოლიციელი წიხლს ურტყამს, მის გარშემო კი ათობით შავებში ჩაცმული და აირწინაღიანი პოლიციელია შეგროვილი. ფიზიკურად ძალადობენ კიდევ ერთ აქციის მონაწილეზე. ძმები მაისაშვილების სტუდენტები არიან. დედა, ელენე ჯანჯალია ვარაუდობს, რომ ზვიადი აქციაზე სამსახურის დასრულების შემდეგ ღამის 11 საათიდან მივიდა. მეორე შვილმა, გიორგიმ მშობლებს უთხრა, რომ რუსთაველზე ძმის წამოსაყვანად მიდიოდა. 24 წლის გიორგი მაისაშვილის ზუსტი ადგილსამყოფელი მშობლებისთვის უცნობია. დიღმის იზოლატორთან დგანან და სიახლეს ელოდებიან.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)