16:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 16:19:58, 561 ნახვა

საზოგადოება
ურალის ავიახაზები ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს გეგმავს

 

16 მაისიდან, ურალის ავიახაზები სანქტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას გეგმავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, რეისის სანქტ-პეტერბურგი - ბათუმი -სანქტ-პეტერბურგი შესრულება კვირაში ორჯერ ორშაბათსა და პარასკევს პულკოვოს აეროპორტიდან იგეგმება.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის პრეზენტაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი სანტ-პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტის მიერ ორგანიზებულ საღამოზე გაეცნო, სადაც აეროპორტის მიერ 2016 წლისთვის დაგეგმილი ახალი ავიარეისების შესახებ ისაუბრეს.

საღამოზე, რომელსაც რუსეთში არსებული რეგიტინგული მედია საშუალებების, ტურ სააგენტოების, ავიაკომპანიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების შესახებაც გაიმართა პრეზენტაცია. აღსაღნიშნავია, რომ მიმდინარე წელს რუსეთი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის  ახალ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც აქტიური პიარ და მარკეტინგული კამპანიების განხორციელება აპრილიდან დაიწყება. 

   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics