19:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 12:34:07, 437 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 29-1 მარტს  ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 31-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე, სადაც ისაუბრებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაერო-ს როლზე; ადამიანის უფლებების სფეროში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე; განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ყოველწლიურ მაღალი დონის პანელში: „გაერო-ს მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგი და ადამიანის უფლებების დაცვა, განვითარების უფლების უზრუნველყოფას".

სესიის პარალელურად მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაეროს მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან და კოლეგა მინისტრებთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2016 წლის იანვრიდან 3 წლის ვადით გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სრულუფლებიან წევრად აირჩიეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics