|
2024-11-22 14:57:12, 334 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ოთხმხრივ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილა. მხარეებმა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს, რომლებსაც განსაკუთრებული როლი არამხოლოდ ოთხი ქვეყნის, არამედ უფრო ფართო მასშტაბის თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის აქვთ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნებს შორის, მათ შორის, თურქეთთან სახმელეთო ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება. მისი თქმით, საქართველო მზად არის მხარი დაუჭიროს ახალ პროექტებს, რომლებიც აკავშირებს კასპიის რეგიონს თურქეთთან და ევროკავშირთან. მინისტრის შეფასებით, ეს თანამშრომლობა აძლიერებს სტრატეგიულ კავშირებს მონაწილე ქვეყნებს შორის. რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებთან ერთად ორი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა არპარსლან ბაირახტარმა. ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი, გიორგი გიგინეიშვილი ესწრებოდა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის ერთობლივ მისწრაფებას შუა დერეფნის, სამხრეთ გაზის დერეფნის რეალიზაციის კუთხით და აღნიშნეს, რომ ენერგეტიკული თანამშრომლობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის კვლავ წარმატებით გაგრძელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განახლებადი ენერგიის გადაცემის, მწვანე წყალბადის პროექტების განვითარების მნიშვნელობას და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომლითაც საქართველო დაუკავშირდება ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ ბაზარს. მინისტრების შეფასებით, ეს კავშირი გააძლიერებს განახლებადი ენერგიების წარმოებას, სატრანზიტო შესაძლებლობებს და ვაჭრობას ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მეშვეობით საქართველო შესაძლებლობებს აძლევს თურქეთს და რეგიონის ქვეყნებს, ექსპორტზე გაიტანონ ელექტროენერგია ევროკავშირში. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)