|
2024-11-20 12:43:47, 1371 ნახვა
რეგიონი
კასპის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამით 3 143-მა ბენეფიციარმა და 376-მა დევნილმა ოჯახმა ისარგებლა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პროგრამებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამაა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროგრამა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში უწევს დახმარებას, რომლის წლიური ბიუჯეტი 2024 წელს 1 300 000 ლარით არის განსაზღვრული. თუმცა ეს არ არის ზღვარი და წლის განმავლობაში ყველა პაციენტის მომართვიანობის დასაკმაყოფილებლად ბიუჯეტი მზარდია. მათივე ინფორმაციით, 2024 წლის 10 თვეში მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამით 3 143-მა ბენეფიციარმა და 376-მა დევნილმა ოჯახმა ისარგებლა, რომლის ჯამურმა თანხამ 1 277 904 ლარი შეადგინა. “პროგრამა ამ ეტაპზე 35 მუხლით ემსახურება მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს: კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის, კოლონოსკოპიის, სცინტიგრაფიის, ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება, კარდიოქირურგიული ოპერაციების და პროცედურების თანადაფინანსება, უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, დაავადებულ პირთა დახმარება, მრავალშვილიანი ოჯახების და მარტოხელა მშობლის დაფინანსება, მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება, დაავადებულ პირთა სარეაბილიტაციო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება, სააღდგომო სურსათით დახმარება იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის და სხვა. გარდა ამისა წლის განმავლობაში კვირაში 6 დღეს 80 ბენეფიციარი სარგებლობს უფასო სასადილოს კვებით, პროგრამა ბინაზე მიტანის სერვისაც ითვალისწინებს. მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მერიის ვებგვერდზე kaspi.gov.ge.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)