05:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 13:43:15, 316 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - საქართველო-ჩეხეთის მატჩისთვის რესპუბლიკის მოედანზე მონიტორები დამონტაჟდება

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩის ყურებას გულშემატკივარი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანებზეც შეძლებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხდა.

მისი თქმით,  ეკრანების მონტაჟს მერია, ტრადიციულად, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად აორგანიზებს.

“ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ატარებს გასვლით შეხვედრას ჩეხეთში. ეს არის გადამწყვეტი თამაში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ბიჭებს. ყველამ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ შეხვედრაში მოგება და სამი ქულა. ბევრი ადამიანი ელოდება ხვალინდელ თამაშს. შესაბამისად, როგორც ყველა წინა შეხვედრაზე, ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ვაკეთებთ ორგანიზებას - რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება ეკრანები, სადაც გულშემატკივარს შეეძლება, თვალი ადევნოს თამაშს და უქომაგოს საქართველოს ნაკრებს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, ხვალ სრულიად საქართველოს გაახარებენ კარგი თამაშით“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics