|
2024-11-14 11:08:36, 1162 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებს, ნინო ნიჟარაძესა და ლაშა ქარდავას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ. „საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო აქტიური თანამშრომლობის და მუდმივი კომუნიკაციის აუცილებლობაზე. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)