|
2024-11-13 14:49:05, 692 ნახვა
ომი უკრაინაში
BILD - რუსული ჯარები ქალაქ კურახოვოში შევიდნენ და დასახლებული პუნქტის, დაახლოებით, 15% დაიკავეს
რუსული ჯარები უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოში შევიდნენ და დასახლებული პუნქტის, დაახლოებით, 15% დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BILD-ი ღია მონაცემთა ანალიზის ექსპერტ იულიან რიოპკეზე დაყრდნობით ავრცელებს. ექსპერტის ინფორმაციით, ბოლო დღეებში, უკრაინული შენაერთები ქალაქ კურახოვოს მახლობლად ალყაში მოქცევის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან ჩრდილოეთიდან წყალსაცავია, ხოლო რუსული ჯარები წინ აღმოსავლეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთიდან მიიწევენ. იულიან რიოპკე აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს 5-6-კილომეტრიანი წინსვლა და შევიდნენ სოფელ დალნეიეში, რამაც უკრაინის არმიის ნაწილების დაყოფა გამოიწვია. მისივე ცნობით, დალნეიეს სამხრეთით, მდინარე სუხიე იალას ნაპირებზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ასეული ჯარისკაცი 5-6 სოფლის დაცვას აგრძელებს. „ახლა ისინი გარშემორტყმული არიან ჩრდილოეთიდან, სამხრეთისა და აღმოსავლეთიდან. ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებისთვის ალყიდან გამოსვლის ერთადერთ გზად რჩება სოფელი კონსტანტინოპოლსკოე“,- წერს BILD-ი ექსპერტზე დაყრდნობით, რომელიც სამხრეთში არსებულ მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)