06:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 12:20:59, 304 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ავჭალაში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობამ ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მეოთხე ჩიხში სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკვერის მოწყობის სამუშაოები, დაახლოებით, 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა. 

მისივე თქმით, ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

„მსგავსი პროექტების განხორციელება ყველა რაიონში, ყველა უბანში გვინდა. შესაძლოა, ზოგან უფრო დიდი პროექტი განვახორციელოთ, ზოგან ცოტა პატარა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ყველა სივრცე ავითვისოთ, გავამწვანოთ, რათა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ ადგილები, სადაც დაისვენებენ, განიტვირთებიან, ივარჯიშებენ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.  ყველა რაიონში უბნების დონემდე ჩავალთ და მსგავს პროექტებს განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics