|
2016-02-27 14:22:16, 755 ნახვა
სამართალი
ფინანსურმა პოლიციამ 7 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი კუთვნილი 7 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დადგინდა, რომ ბრალდებულები აპოლონ ჯანჯღავა და რატი ბურდულაძე სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფლებამოსილი პირის სახელის მოტყუებით გამოყენებით, ქალაქ რუსთავში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის მიზნით, სასურველი საფასურის დადგენის, აუქციონის ჩატარებისა და მასში გარანტირებული გამარჯვების სანაცვლოდ, თაღლითურად მოქალაქის კუთვნილ 7 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)