06:37 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 13:44:45, 1085 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში კარტოფილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო შპს “კაიფრი“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, აღნიშნული საწარმო ორიენტირებული იქნება რეგიონში წარმოებული კარტოფილის მიღებაზე, რომელიც დიდ დახმარებას გაუწევს ადგილობრივ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს ადგილზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში.

“საწარმო სეზონზე 1 000 ტონამდე კარტოფილს მიიღებს, საიდანაც გაყინული კარტოფილის ფრი დამზადდება, რომელიც მიწოდებული იქნება, როგორც ადგილობრივ ბაზრებზე ასევე სუპერმარკეტების ქსელში.

საწარმო, რომლის თანადაფინანსების ნაწილი 200 000 ლარით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინასებით და არასამთავრობო ორგანიზაცია სენის 114 000 ლარით განხორციელდა 20-მდე ადგილობრივი მკვიდრი დასაქმდება.  

შპს “კაიფრი'“-ს საინვესტიციო ბიუჯეტი კი, 1 200 000 ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics