|
2024-11-11 10:34:19, 299 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - მსგავსი მასშტაბის პროექტი სახიფათო ნარჩენების მიმართულებით, ქვეყანაში პირველად ხორციელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით საცავის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არსებულ პრობლემას სრულად მოაგვარებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, დარიშხანშემცველი ნარჩენების საცავის მოწყობის მიზნით ჩატარდა კვლევები და მომზადდა ანგარიშები. ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავებისა და, შემდგომში, მისი განხორციელების მიზნით, ექსპერტებისა და მოსახლეობის მონაწილეობით, გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა, განისაზღვრა პრიორიტეტები უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად და დაიგეგმა პირველადი დაცვითი ღონისძიებების ჩატარება. აღსანიშნავია, რომ სოფელ ძუღარეშში (საიტი - ცანა 1) და სოფელ ყორულდაშში (საიტი - ცანა 3) განხორციელდა დაბინძურებული ტერიტორიების შეღობვის სამუშაოები, რამაც განაპირობა სახიფათო ტერიტორიაზე ადამიანების და ცხოველების მოხვედრის შესაძლებლობა; დასრულდა მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირის, წყალგამტარი არხისა და სალექარის მშენებლობის სამუშაოები. კერძოდ, აშენდა 224 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირი, რომელიც წყალდიდობის შემთხვევაში დაიცავს დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგს წარეცხვისაგან; გაკეთდა 350 მეტრის სიგრძის რკინაბეტონის არხი, სარკოფაგის ტერიტორიის დატბორვისა და დაჭაობებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის. 2025 წელს, განხორციელდება პროექტის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები - 50500 მ3 მოცულობის სარკოფაგის მშენებლობა, დარიშხანის შემცველი ნარჩენების შეგროვება და სარკოფაგში განთავსება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)