|
2016-02-27 13:18:16, 833 ნახვა
სამართალი
არსებული ინფორმაციით, თავდახსმის დროს პეტრიაშვილთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე იმყოფებოდა
ალექსი პეტრიაშვილთან ერთად თავდასხმის დროს საბურთალოს სასაფლაოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კახა საკანდელიძე იმყოფებოდა, - ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, თავდამსხმელებმა საკანდელიძეს იარაღი მიაბჯინეს და დაემუქრნენ, რომ თუკი პეტრიაშვილს მიეხმარებოდა მასაც ესროდნენ. საკანდელიძის თქმით, პეტრიაშვილს 2 პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი მათგანი ნიღბით იყო, მეორე კი ნიღბის გარეშე, თუმცა როგორც საკანდელიძე ამბობს მას დამნაშავის ამოცნობა გაუჭირდება. მისივე განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ ერთ თავდამსხმელს ჰქონდა, ორივე მათგანი კი ხელკეტებით იყვნენ აღჭურვილი. საკანდელიძე იხსენებს, რომ დამნაშავეები მიზანმიმართულად ალექსი პეტრიაშვილისკენ გაემართნენ და თავს დაესხნენ. „რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, კახა საკანდელიძე გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვაკე-საბურთალოს რაიონის მეორე განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. შეგახსენებთ, შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მას გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. პეტრიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)