01:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 15:59:30, 1067 ნახვა

სამართალი
ანა დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს

თავდაცვის მინისტრის მოადგილე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ანა დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს.

ანა დოლიძე პარტიას საშინაო დავალებების შესრულებას უწუნებს. მისი თქმით, უკვე ათი თვეა რაც მინისტრის მოადგილეა. თუ რამე კითხვები ჰქონდათ მაშინ ეს აქამდე უნდა გაეკეთებინათ.

"უამრავი დრო იყო, რომ რომელიმე წევრს წარმოდგენილი ორგანიზაციიდან შეემოწმებინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ გვერდი, სადაც განთავსებულია ჩემი ბიოგრაფია და თუ აგვისტოს ომთან რაიმე კითხვები ჰქონდათ დასასმელი, 10 თვე იყო ამისთვის სავსებით საკმარისი. გარდა ამისა, უფრო უპრიანი იქნებოდა ეს დაესვათ თავდაცვის მინისტრის მოადგილისათვის, ვიდრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისათვის. ამიტომ, მოვუწოდებ, საშინაო დავალება ყველამ უკეთესად მოამზადოს თავის დროზე," - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს ის დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე 2008 წლის ომის შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე ორგანიზაცია ”რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან” თანამშრომლობდა.

ცნობისთვის თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics