20:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 20:07:04, 449 ნახვა

მსოფლიო
ანკარაში, თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის, TUSAŞ-ის შტაბბინაზე თავდასხმა განხორციელდა - არის მსხვერპლი

ანკარაში, თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის, TUSAŞ-ის შტაბბინაზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო დროინდელი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 14 ადამიანი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. 

„ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა ანკარაში თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, თავდასხმის შედეგად არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. საზოგადოება იქნება ინფორმირებული მოვლენების განვითარების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინეთ ოფიციალური წყაროების მიერ გაკეთებული განცხადებები",- წერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics