|
2024-10-23 09:36:33, 391 ნახვა
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში რუსეთში, „ბრიქსის“ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში რუსეთში, "ბრიქსის" სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ანტონიუ გუტერეშს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისსა და უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას განიხილავენ. გაეროს გენმდივნის ვიზიტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და მას არასწორი არჩევანი უწოდა. "გაეროს გენერალურმა მდივანმა უარყო უკრაინის მიწვევა შვეიცარიაში გამართულ პირველ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე, თუმცა მიიღო ყაზანში პუტინის მიწვევა. ეს არის არასწორი არჩევანი, რომელიც არ უწყობს ხელს მშვიდობის დამყარებას, ეს მხოლოდ ზიანს აყენებს გაეროს რეპუტაციას",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. რუსეთის ქალაქ ყაზანში "ბრიქსის" სამიტს ასევე დაესწრებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)