09:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 13:08:20, 312 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 11 კორპუსში 2400 დევნილი ოჯახი, სრულად გარემონტებულ ბინებს 2025 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად მიიღებს. ამ დროისთვის, მშენებლობა დასრულებულია და შიდა სარემონტო სამუშაოები დაწყებულია 3 კორპუსში. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია გარე ინფრასტრუქტურის - სკვერების, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნების კეთილმოწყობაც.

"იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.

დევნილთა საცხოვრებელ კომპლექსში მიმდინარე სამუშაოები მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ მოინახულეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics