19:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 23:45:54, 411 ნახვა

პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე ტყიბულში აქციის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

ელისო ჩაფიძე ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აქციის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დაუშვებელია კერძო მფლობელობაში გადაცემულ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა.

"მოვუწოდებ ყველა მეშახტეს, ძვირფასო მეგობრებო, გაემიჯნეთ ძალადობას, დღეს, როდესაც პროცესები მშვიდობიანი პროტესტის ფორმით და შედეგიანად ვითარდებოდა, დაუშვებელია რაიმე ექსცესები, კერძო მფლობელობაში გადაცემულ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა. მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად გთხოვთ, სასწრაფოდ დატოვოთ ადმინისტრაციული შენობა და გააგრძელოთ შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები.'' - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ტყიბულში მეშახტეები ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან შეიჭრნენ. როგორც ცნობილია მეშახტეებმა კომპანია ''საქნახშირის'' მიერ შეთავაზებული მემორანდუმი დახიეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics