|
2024-10-21 12:47:08, 313 ნახვა
საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი მომსახურება დანერგა
მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, სახელმწიფო დაფინანსებით, “შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი საინფორმაციო - საკონსულტაციო მომსახურება“ (ე.წ. დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი) ამოქმედდა, რომელიც “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაინერგა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ცენტრის საქმიანობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე ადგილზე გაეცნენ. “მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი ცენტრების მუშაობა ხელს შეუწყობს შშმ პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას და საზოგადოებაში სრულყოფილ ინტეგრაციას. ცენტრების მუშაობის სტანდარტიზაციის მიზნით, 2023 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, დამტკიცდა “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მომსახურების მინიმალური სტანდარტები“, ხოლო 2024 წლის ოქტომბრიდან მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ნაწილი გახდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)