|
2016-02-25 19:05:58, 3567 ნახვა
ეკონომიკა
"საქართველოს ბანკის" TSKAPP აპლიკაცია - უკონტაქტო გადახდა მობილურით
"საქართველოს ბანკი" MasterCard-თან ერთად გადახდის ინოვაციურ მეთოდს ნერგავს. 1 მარტიდან, გადახდა შესაძლებელი იქნება პოსტერმინალზე მობილურის მხოლოდ ერთი შეხებით. ამისათვის, საკმარისია რომ მომხმარებელმა ანდროიდის სისტემის მობილურში ჩამოტვირთოს TSKAPP აპლიკაცია. როგორც საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 1-ლი მარტიდან საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის მომსახურებისა და შენაძენის გადახდა უმარტივესი გახდება. „პირველი ბანკიდან საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის მომსახურების და შენაძენის გადახდა უმარტივესი გახდება. მობილურის უბრალო შეხებით ტერმინალთან. საქართველოს ბანკის მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია მასთერქარდის ბარათი შეეძლება ანდროიდის ტელეფონის დახმარებით შეეძელება ერთი შეხებით გადაიხადოს შენაძენი. ამისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის მასთერქარდის ბარათი tskap აპლიკაციის ჩამოტვირთვა და შესაბამისი პაროლის არსებობა, რომლის მიღება საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში არის შესაძლებელი“,-განაცხადა კიკორიამ. ცნობისთვის, აპლიკაცია უფასოა და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება Google Play Store-იდან და www.tskapp.ge -დან. TSKAPP აპლიკაციის მობილურში ჩამოტვირთვის შემდეგ, მომხმარებელი შეძლებს ნებისმიერი შენაძენის და მომსახურების საფასურის გადახდას პოსტერმინალზე მობილურის მხოლოდ ერთი შეხებით. აპლიკაციით სარგებლობისთვის, მომხმარებელი უნდა ფლობდეს საქართველოს ბანკის ან ექსპრეს ბანკის მინიმუმ ერთ აქტიურ MasterCard-ის ბარათს და მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რომელსაც იყენებს ინტერნეტბანკში ან მობილბანკში. იმ მომხმარებელს, ვისაც ჯერ არ აქვს მომხმარებლის სახელი და პაროლი, შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს. სახელის და პაროლის მიღება, ასევე შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tskapp.ge
(R)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)