|
2016-02-25 18:31:34, 636 ნახვა
საზოგადოება
პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისთვის: მდგრადი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია საქართველოში“ დასრულდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“ გამართული პროექტის - „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისთვის: მდგრადი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია საქართველოში“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ერთობლივად განახორციელეს საერთაშორისო ორგანიზაციამ “Hilfswerk Austria International” და იძულებით გადაადგილებულ პირ ქალთა ასოციაციამ „თანხმობა“. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი ჯგუფების ეფექტიანი რესოციალიზაცია საზოგადოებაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი შიდა ქართლის რეგიონში 26 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში გადამზადდა და დასაქმდა რეგიონში მცხოვრები 150 ბენეფიციარი. მათ შორის არიან ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები, მათი ოჯახის წევრები, დევნილები და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები. სერვისებით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარებმა - 9 ყოფილმა პატიმარმა და მათი ოჯახის წევრებმა ისარგებლეს. პროექტი მოიცავდა ბენეფიციარისადმი კომპლექსურ მიდგომას. კერძოდ, პროფესიულ განათლებას, ფსიქო-სოციალურ მომსახურებას, სამუშაოს მოძიების პროცესში დახმარებას, მცირე გრანტების გაცემასა და მენტორობის ინსტიტუტის პოპულარიზაციას. თითოეული ამ სერვისის მიღება შესაძლებელი იყო ასოციაცია „თანხმობის“ გორის საინტეგრაციო/ სასწავლო ცენტრში. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ ახორციელებს, რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა და მათი ოჯახის წევრთა დასახმარებლად. მისი მიზანია საზოგადოების დაცვა განმეორებითი დანაშაულისგან.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)